საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს თბილისის დროით 12:35 საათზე რაჭაში მიწისძვრა მოხდა.

3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვს კილომეტრში იყო.