საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამთხო-სათხილამურო კურორტები იხურება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით “მთვრალმა ალუბალმა” გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ჩეხ ტურისტებს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულ პირებს ვირუსის სიმპტომები გუდაურში გამოუვლინდათ, ისინი “მთვრალ ალუბალს” ხშირად სტუმრობდნენ.