სატვირთო მანქანას იტალიიდან საქართველოში 2 ტონაზე მეტი კანაფი მოჰქონდა

თურქული მედიის ცნობით, სატვირთო მანქანას იტალიიდან საქართველოს მიმართულებიდან 2 ტონზე მეტი კანაფი მოჰქონდა.

სატვირთოს მძღოლი კანაფს სასუქად ასაღებდა, თუმცა საეჭვო სიმკვრივის დადგენისა და ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლების რეაგირების შემდეგ, მანქანა გასაჩხრეკად გადაიყვანეს. გაირკვა, 213 ტომარაში 2 ტონა და 70 კგ კანაფი იყო.

სატვირთოს მძღოლი დაკავებულია.

ამოღებული რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მილიონ 220 ათას ლირას შეადგენს.