შს მინისტრი ივანიშვილის სახელით ხაზარაძეს წილების დათმობას თხოვდა?

შს მინისტრი უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარია ივანიშვილის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს თიბისი ბანკის დამფუძნებელთან, რომ მამუკა ხაზარაძეს საფინანსო ინსტიტუტის წილები დაეთმო. 

“ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ გადაწყვეტილებაზე ვერანაირ კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმოდეს თიბისი ბანკის ფინანსური სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ, აქ ვერანაირი კითხვები ვერ იქნება”, განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.