90–იანი წლების ყველაზე პოპულარული სუპერმოდელი, ამჟამად 52 წლის სინდი კროუფორდი კვლავ შესანიშნავ ფორმაში. მისმა სილამაზემ დროს გაუძლო. მისი სტილი ელეგანტური და მარტივია. ის მუდმივად სწორ ლურჯ ჯინსს ატარებს. ბოლო ოცი წლის მანძილზე ამ სტილის შარვალი მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია. მას ხშირად უხამებს თეთრ პერანგებს ან აბრეშუმის ტოპებს, გარედან კი ხშირად იცვამს სილუეტურ პიჯაკებს და თავისუფალ ქურთუკებს. სინდი წარმატებით ახერხებს ყოველდღიურ სამოსშიც დახვეწილი და ელეგანტური იყოს.
ამ დღეებში სინდი ლოს ანჟელესში, ბევერლი ჰილზზე გასეირნებისას სწორედ ასეთი სტილის ჩაცმულობაში შენიშნეს. ლურჯ ტრადიციულ ჯინსზე Gucci – ს ქამარიც მოუჩანდა. ლეგენდარული მოდელი სალონ La Jolie Hair Salon –ს სტუმრობდა.