სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 102-ს მიაღწია. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

საქართველოს სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი აქვს.

მსოფლიოში ახალი Covid 19-ით ინფიცირების ჯამში 215 516 ფაქტია გამოვლენილი. დაიღუპა 8,891, ხოლო გამოჯანმრთელდა 84,328 ადამიანი.