სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ლატალში, სავარაუდოდ, 13 წლის ბიჭი იარაღიდან მუცლის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. როგორც ირკვევა  მას იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც თვითდაზიანება მიიღო.  მოზარდი მძიმე ჭრილობით „მესტიის საავადმყოფოში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა…

„შემოყვანის დროს მოზარდი გარდაცვილი იყო. ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. ოჯახი უარს აცხადებს ექსპერტიზაზე“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება).