თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლევის შედეგები მათ დღეს მიიღეს.

კლინიკაში ამ დროისთვის 27 პაციენტი რჩება. ხვალ კიდევ 13 პაციენტის ანალიზის შედეგები გახდება ცნობილი. საავადმყოფოს ცნობით , პაციენტებს შეხება იტალიასთან და ირანთან ჰქონდათ.

კორონავირუსი არ დაუდგინდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ შუახნის მამაკაცსაც. აღნიშნულ კლინიკაში მყოფი მეორე პაციენტის კვლევის შედეგები ხვალ გაირკვევა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 3 ადამიანია ინფიცირებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.