{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საკრებულოში მივა და დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. დღესვე დედაქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
“ეს არის ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ ქალაქის მერმა გასცა. დამტკიცება მოხდება სამშაბათს. ბიუჯეტს წარადგენს ქალაქის მერი წლის ანგარიშთან ერთად. ბუნებრივია, ოპოზიციის დამოკიდებულება უნდა იყოს კრიტიკული, თუმცა ვერ გვაჩვენებენ ბიუჯეტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამაზე უკეთესი ყოფილა”, აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.
თავის მხრივ, დედაქალაქის ბიუჯეტის მხარდაჭერას ოპოზიცია არ აპირებს.
მომავალი წლის ბიუჯეტში, “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ ზრდის სახელფასო ფონდს, მათ შორის თავის ფულადი ჯილდოებისთვის. ამიტომ იმ ბიუჯეტს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თბილისელების ინტერესებთან, რა თქმა უნდა “ნაციონალური მოძრაობა” მხარს არ დავუჭერთ”, განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტი 170 მილიონით იზრდება.