თბილისში ავტობუსის მგზავრებმა არასწორად გაჩერებული მანქანა გზიდან გადაწიეს

თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, #95 ავტობუსის მგზავრებმა არასწორად გაჩერებული ავტომობილი გზიდან გადაწიეს. ვიდეო ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ ავტობუსი გზაზე გაჩერებული მანქანის გამო გაჩერდა, მგზავრებმა კი პრობლემა საკუთარი ძალებით გადაჭრეს, რის შემდეგაც ავტობუსმა გზის გაგრძელება შეძლო.