თბილისში, კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ჯგუფის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews  ავრცელებს. შემთხვევა დღეს  დიღომში, რობაქიძის გამზირზე  მოხდა. დაშავებულები არიან ექიმები.

შინაგან სქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.