უბედური შემთხვევა ჩინეთში – კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. შემთხვევა ფუცზიანის პროვინციაში მოხდა. 

მედიის ცნობით, ნანგრევებში სავარაუდოდ 40 ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით, 150 მეხანძრე და მაშველი მონაწილეობს.