“ვიცი რასაც გრძნობს ეს ოჯახი, მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს” – მამა ნექტარიოს მჭედლიძე

გარდაცვლილი 24 წლის ბიჭის დაკრძალვასა და წესის არაგების გამო, სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟია. ფაქტს მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მე აუგებ წეს და რატომ ! 2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა(ღვიძლი არა მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო, რომ ჩამოვასვენეთ წესს არ უგებდნენ. ეს იყო ისეთი დარტყმა; ყველაფერი გაცოცხლდა. ის განცდა და შიში რასაც მაშინ ვგრძნობდით ოჯახი. ხო გვეტკინა და უარის შემთხვევაში წესის აგების იყო ტკივილი არა სულის წვა ,დღეს ვიცი რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში ვიცი რაცაა ეს ყველაფერი, მე ავუგებ წესს თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზზე, მე არ ვარ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ ავიღებ ჩემ თავზე და ავუგებ წესს, დღეს ჩემთვის 2005 წლის 16 თებერვალია ის ტკივილია ე.წ „გირჩი“ არაა რელიგიური ორგანიზაცია, ის პოლიტიკური პარტიაა, ჩემო ძმებო, გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ მათმა ე.წ ვითომ ჰუმანურობამ ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიყვანა“,- წერს მოძღვარი.