„ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა… მთლად მინისტრი ყოფილა“ – გია ნოდია ეკატერინე ტიკარაძეზე

ცოტა ხნის წინ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ  სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის საგანგებო ბრიფინგზე გამოსვლას გამოეხმაურა და გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში მის ასეთ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე საათში მან სტატუსი  წაშალა. 

გთავაზობთ გია ნოდიას სტატუსს : 

„ლაივში ვუყურე ჯანდაცვის მინისტრის და ამირან გამყრელიძის პრეს-კონფერენციას. რომ ჩავრთე, ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა, ვიფიქრე, ალბათ სამინისტროს პრეს-მდივანია და წინასწარ რაღაც განცხადებას აკეთებს, სანამ გამყრელიძეს გადასცემს სიტყვას. გვიან მივხდი, რომ მთლად მინისტრი ყოფილა.

შეიძლება გარეგნობა მაცთურია და ძალიან სერიოზული ადამიანია ეს ჩვენი მინისტრი, მაგრამ როცა ეპიდემიის გამო პანიკის ზღვარზეა ხალხი (საკმაოდ უზროდ, მაგრამ ხომ არის), ხელისუფლების ასეთი წარმომადგენელი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იქნება. კიდევ კარგი გამყრელიძე ჰყავდა გვერდზე“, – დაწერა გია ნოდიამ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა საგანგებო ბრიფინგი