ყვარელში,გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვან გოგონას ეძებენ.სკოლის მოსწავლე გუშინ გაუჩინარდა.

ახლობლები აცხადებენ, რომ გოგონა სკოლიდან პედაგოგს  ავადმყოფობის მიზეზით დაეთხოვა. სკოლიდან გამოსული არასრულწლოვანი  თბილისისაკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა.

გამოიკითხა სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც აცხადებს, რომ მგზავრობის დროს, არასრულწლოვანმა, მობილური ტელეფონის საშუალებით, რამდენჯერმე უცნობ ახალგაზრდა მამაკაცთან დააკავშირა.