{{ARTICLEIMAGE}}
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ პროვოკაცია სამართალდამცავების მხრიდან დაიწყო, ამიტომ ის ბრალს არ აღიარებს. თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მისთვის ამ საქმის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ შვილის მკვლელების დასჯას ელოდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე 26 ოქტომბერს დააკავეს. ზაზა სარალიძესა და პატრულს შორის ინციდენტი კარვის გაშლის მცდელობას მოყვა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება მოეტხოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვილმოკლულ მამას 4იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.