“ზოგჯერ მხოლოდ სადღეგრძელოთი ვიფარგლებით და საქმით საკადრის პატივისცემას არ ვიჩენთ”-სოფო კილაძე დედებზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე დედის დღეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში იმ პრობლემების შესახებ წერს, რომელსაც დედები აწყდებიან.

„დედის დღეს გილოცავთ! დედას ქართული კულტურისთვის, ტრადიციებისთვის უდიდესი დატვირთვა აქვს. დედა არის ქალი და მას აქვს თავისი უფლებები, რომელიც ირღვევა, ხშირად – უხეშად. ზოგჯერ მხოლოდ სადღეგრძელოთი ვიფარგლებით და საქმით საკადრის პატივისცემას და ზრუნვას არ ვიჩენთ. საჭიროა მეტი ძალისხმევა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან, რომ დედა დავაფასოთ, რომ დედებს არ კლავდნენ და მათზე არ ძალადობდნენ. თუ ის, ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის აღზრდაში, თავად იქნება არასწორი ფასეულობების მატარებელი ან დაუცველი, ეს მომავალ თაობებზეც ცუდად აისახება. უნდა გავუფრთხილდეთ დედებს, თუ გვინდა, რომ ჩვენს სამშობლოს ღირსეული მომავალი ჰქონდეს“, – წერს კილაძე.