{{ARTICLEIMAGE}}
“პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში, რომელსაც სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას thedailybeast, რომლის ავტორიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღწერს. სტატიის ავტორი არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილსაც ესაუბრა.
“საარჩევნო კამპანიის დროს ჩემზე შეტევა ხორციელდებოდა, რომ ვარ “კრემლის აგენტი“, “მოღალატე“, “არ ვიცი ქართული და მაქვს არაეკლესიური ხედვები“ – ეს ყველაფერი მტკივნეული იყო. რელიგია, ენა, ერთგულება არის ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს და მე ამის მჯერა”,-ამბობს სალომე ზურაბიშვილი გამოცემასთან საუბარში.
სტატიის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერა მისთვის მთავარი იყო, თუმცა ამბობს, რომ არ ყოფილა რაიმე წინაპირობა, რომ მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ ლოიალური იყოს.
უკვე არჩეული პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრაზეც საუბრობს.
“არჩევნების შემდეგ შევხდი ბიძინა ივანიშვილს. მან მითხრა: შენ არ გაქვს ვალი მმართველი პარტიის წინაშე, შეგიძლია, დამოუკიდებელი იყო”.
არჩეული პრეზიდენტი მისი მისამართით გაგზავნილ მუქარის შემცველ სატელეფონო შეტყობინებასაც იხსენებს, როდესაც ზურაბიშვილი ამბობდა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ყოფილი სამხედრო პირები მუქარის შემცველ სმს-ს უგზავნიან.