თავდამსხმელმა არა 500 ათასი დოლარი, არამედ 4 მილიონი მიიღო – მთავარი არხი

მთავარი არხის ინფორმაციით, ძალოვანმა უწყებებმა ზუგდიდში ბანკში თავდამსხმელს არა 500 ათასი დოლარი, არამედ 4 მილიონი დოლარი მისცეს.

ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. მიმდინარეობს თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია.

მთავარ არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მძევლებს შორის 2 მამაკაცი თავდამსხმელის მოკავშირეები იყვნენ. გვარამიამ ინფორმაცია შსს-ს გუშინვე მიაწოდა. მისივე ცნობით, თავდამსხმელებს ვერტფმრენი იმიტომ სჭირდებოდათ, რომ სვანეთში გადასულიყვნენ, შემდეგ კი რუსეთში სახმელეთო საზღვრით.