NDI საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიის, ქვეყნის საარჩევნო სისტემაში შეტანილი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ცვლილებების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და მოქმედი პარლამენტის მიმართ შემცირებული ნდობის ფონზე ჩატარდა – ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.

მათი თქმით, საარჩევნო დინამიკასა და პოლიტიკური გარემოს ფორმირებაზე კრემლის მხრიდან მომავალმა მუდმივმა აგრესიამ და რეგიონში სიტუაციის გამწვავებამაც იქონია გავლენა.

„ადგილზე განხორციელებული საქმიანობის პარალელურად, ინტენსიური დისტანციური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, NDI–მ მეთოდოლოგიაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა. წინამდებარე ანალიზი ეყრდნობა საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან 22-31 ოქტომბერს გამართულ ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, ასევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების გუნდის ანალიზს, რომლებიც 15 სექტემბრიდან ვირტუალურად აკვირდებოდნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, კამპანიის გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა და COVID-19-ის ზეგავლენა.

ანგარიში ასევე ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვებულ გამოცდილებას. NDI–ს მიერ არჩევნების დღის პროცედურების შეფასება ასახავს სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. წინამდებარე ანალიზი ასევე ეყრდნობა NDI საქართველოს საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებს, რომელიც 2020 წლის 19 აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ენდიაი“ აღნიშნავს, რომ შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა.

„პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ.

არჩევნების დღეს ხმის მიცემა, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11 პროცენტი
შეადგინა. პროპორციული სისტემით ცხრა პარტიამ გადალახა დადგენილი ზღვარი, 30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. თუმცა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთა ჯგუფებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვეს შედეგების ოქმებთან და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებულ დარღვევებს. მათ დააფიქსირეს საარჩევნო უბნებს გარეთ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტები, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ხმების გაყალბების სავარაუდო შემთხვევები და საარჩევნო უბნების უმეტესობის გარეთ პარტიული კოორდინატორების და აქტივისტების ყოფნა, რაც დაშინების გარემოს ქმნიდა. არჩევნების დღის შემდეგ ოპოზიციურმა აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, ბევრი მათგანი ხმების გადათვლას, ან შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვს.

მთლიანობაში სამართლებრივმა ჩარჩომ არჩევნების ჩატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა. NDI-სთან საუბრისას, ჩართული მხარეების უმრავლესობა პოზიტიურად აფასებდა ივნისსა და ივლისში მიღებულ
საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საკანონმდებლო რეფორმებს, ამავე დროს აღნიშნავდნენ, რომ რიგი საკითხები გამოწვევად რჩებოდა. წინასაარჩევნო პროცედურების ადმინისტრირება ზოგადად შეფასდა
როგორც კომპეტენტური, კანონთან შესაბამისი და გამჭვირვალე, თუმცა, პარტიული ნიშნით მიკერძოებულობა, განსაკუთრებით ქვედა დონის კომისიებში, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივი კრიტიკის საგანი იყო. მხარეების უმრავლესობამ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის დაცვისთვის მიღებული ზომები პოზიტიურად შეაფასა.

საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებული დაბალი საზოგადოებრივი ნდობა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო საჩივრების და გასაჩივრების პროცესების მიმართ უნდობლობას განაპირობებდა. მმართველ „ქართულ ოცნებას“ ფინანსური რესურსების დიდი უპირატესობა ჰქონდა, რაც კამპანიისა და პარტიის დაფინანსების სისტემის სამართლიანობის შესახებ არსებულ წუხილებს აძლიერებდა.

მართალია კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობამ და თავდასხმების შემთხვევებმა იმატა. პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და მედია გამოცემებმა კამპანიის პერიოდში ძალადობის და დაშინების მრავალი შემთხვევა დააფიქსირეს. ვრცელდებოდა ბრალდებები სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ. ასევე, საკმაოდ ხშირი იყო ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე. საარჩევნო სისტემაში ცვლილებებმა ხელი შეუწყო არჩევნებში ახალი პარტიების მონაწილეობას, რომელთაგანაც რამდენიმემ საპარლამენტო მანდატები მოიპოვა. თუმცა, მედიის პოლარიზაციის გამო პარტიებს სატელევიზიო გაშუქებაზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ. კამპანიის გზავნილები კონსტრუქციულ და განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებსა და გადაწყვეტილებებზე მეტად ოპონენტის კრიტიკაზე იყო ორიენტირებული“, – აცხადებენ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტში.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, რაც შეეხება პანდემიას, მას კამპანიის სტრატეგიებზე მოსალოდნელზე ნაკლები გავლენა ჰქონდა.

„საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. ახლად არჩეულ პარლამენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 28 ქალი შევა, რაც მცირედით აღემატება ახლანდელ რაოდენობას. ამ პროგრესის მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტი+ თემის წევრები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილები როგორც ახალ პარლამენტში, ასევე, პარტიულ ორგანიზაციებსა და მათ პლატფორმებში. მედიაგარემო მრავალფეროვანი და ღია, თუმცა პოლიტიკურად პოლარიზებულია, რაც მიკერძოებულ გაშუქებაში გამოიხატება და ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში უშლის ხელს.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ან მუქარის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები შეზღუდულად ტარდებოდა, რის გამოც ეს შესაძლებლობა ამომრჩევლების ინფორმირებისთვის სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საინფორმაციო მანიპულაციები ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით Facebook-ზე. ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გაყალბება უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნის გარედან მომავალი დეზინფორმაცია.

წინამდებარე ანგარიში წინასწარი ხასიათისაა. ოფიციალური შედეგები საბოლოო არ არის, საარჩევნო საჩივრების შეტანა და განხილვაც არ დასრულებულა, მეორე ტურის შედეგები კი, სულ მცირე, მომავალი სამი კვირის განვალობაში არ იქნება ცნობილი. საბოლოოდ, არჩევნების სანდოობასა და ლეგიტიმურობას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. NDI გააგრძელებს საარჩევნო მოვლენების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ განცხადებებს გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიშში.

პოპულარული

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

ჰიმალაის კოშმარი გრძელდება: ნეპალში კვლავ მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 11 ოქტომბერს, გამთენიისას, ნეპალის გორხას რეგიონში მასშტაბური სტიქიური...

აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ

წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბრაიან ფიცპატრიკის თქმით, „რონალდ რეიგანის კანონი...

აშშ კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევების გამო სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონის წარმომადგენლები კიევს დაემუქრნენ, რომ თუ...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

მოლდოვაში მასშტაბური ქოლცენტრების ქსელი გაანადგურეს – საქმეში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ

საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ მოლდოვაში გამოვლენილ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფში,...

ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება

უკრაინისთვის დროა, აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, რომელსაც „შეთანხმების მიღწევა“ შეუძლია,...

ყველა ამბავი

სენატორები ტრამპს:“გარიგება, რომელიც პუტინთან დადეთ, ვერ მიაღწევს სამართლიან მიზნებს და არც ამერიკელებს მოუტანს სარგებელს“

აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართა და რუსეთთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქება გააკრიტიკა. კანონმდებლები აცხადებენ, რომ მსგავსი ნაბიჯები...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში...

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა იწყება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკოსტიტუციო სასამართლოში დაიბარეს, სადაც როგორც ირკვევა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან...

ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

"ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?"- 4 ოქტომბრის საქმეზე "ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში" მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით...

მოლდოვაში მასშტაბური ქოლცენტრების ქსელი გაანადგურეს – საქმეში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ

საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ მოლდოვაში გამოვლენილ მასშტაბურ ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ჯგუფში, რომელმაც ყალბი კრიპტოვალუტის პლატფორმების მეშვეობით აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები დააზარალა.მოლდოვის...

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.ინფორმაციას ,,უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც...

ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს საპროცესო გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას...

ეს იყო ნამდვილი ბუნტი, ზანზარებდა იქაურობა: ალეკო ელისაშვილი რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ყვება

მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც პატიმარი...

„ეწინააღმდეგება დემოკრატიის სტანდარტებს“: ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის, ხოლო...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება-"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით...

გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

"გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა"-ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ზეწოლა და პროვოკაციული ქმედებები."ახლახანს...

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ...