აშშ-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა – რა ვიცით მის შესახებ

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა.

BBC-ის ინფორმაციით, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson–ს ვაქცინის შენახვა საყინულის ნაცვლად მაცივარშიც შეიძლება.

აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 85%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების პრევენციისთვის, ხოლო 66%–ით ეფექტურია საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს. მათგან, ვინც კვლევის ფარგლებში ვაქცინა მიიღო, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა და ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია.

ვაქცინას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს. სხვა ვაქცინებისგან მას ის განასხვავებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. კომპანია წლის ბოლომდე აშშ-ს ვაქცინის 100 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს. აშშ–ს მოსახლეობისთვის პირველი დოზები ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო კვირაში.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვაქცინის დამტკიცება “ყველა ამერიკელისთვის ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია”, თუმცა ისინი არ უნდა მოდუნდნენ.

Jonson & Jonson-ის ვაქცინა ასევე შეუკვეთეს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და კოვაქსის პლატფორმამ.

 

პოპულარული

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად...

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში, ევროპის საკონფერენციო ცენტრში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი,...

მარტა კოსი ოცნებაზე:სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს...

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა...

ყველა ამბავი

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა და საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ. პარიზსა და მარსელში დემონსტრაციები პოლიციასთან...

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას მოითხოვენ. მედიის შეფასებით,...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. უმრავლესობის სხდომამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა....

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...