საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ზუგდიდში მომხდარ შემთხევევას ეხმიანება.
“ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება?”,- წერს ფესბუქის პირად გვერდზე ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.
მთავარი არხის ინფორმაციით, თავდამსხმელს 500 ათასი დოლარის ნაცვლად, 4 მილიონი მიუტანეს. ტელევიზია ამტკიცებს, რომ მან და 2-მა მძევალმა, რომელიც სინამდვილეში მისი მოკავშირე იყო, საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს და აფხაზეთში გადავიდნენ.