ეს ნიშნავს, რომ დავიხურეთ, გავბანკროტდით – რესტორატორთა ასოციაცია შეზღუდვებზე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს რესტორნების დახურვას ნიშნავს.

მისი თქმით, ადგილზე მიტანის სერვისი, რაც მთავრობამ არ შეზღუდა, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. გაბრიჩიძის ინფორმაციით, თბილისის გარეთ რესტორნების 60%-ია, შესაბამისად, ისინი ვერ იმუშავებენ.

რაც შეეხება თბილისში დარჩენილი რესტორნების 40%-ს, მისი განცხადებით, დელივერის სერვისი მათგან მხოლოდ 15-20% აქვს.

“გამოდის, რომ დაახლოებით ობიექტების 80-85%-სთვის დელივერის სერვისი ხელმისაწვდომი არ არის”,- ამბობს გაბრიჩიძე ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანპორტი გაჩერებულია, წარმოუდგენელია, როგორ მივლენ სამსახურებში ობიექტების თანამშრომლები.

“პრაქტიკულად ეს მთლიანად ქვეყნის დაკეტვაა, ფორს-მაჟურია უსიტყვო. 6 თვე სარესტორნო ბიზნესს გადაუხდიან საბანკო კრედიტების პროცენტს, მაგრამ ძირს როგორ გადავიხდით, არ ვიცი. სარესტორნო ბიზნესის 90% არის ნაქირავებ ფართში, 2 თვის მერე რომ გაგვყრიან ფართიდან, ამის მერე მთავრობაში ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენ გაგვიშვებენ, მაგრამ მერე უკან შემოგვიშვებენ?! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიხურეთ, გავბანკროტდით, თანამშრომლები წავიდნენ სამსახურიდან, იმიტომ რომ მათ დაკარგეს სამუშაო”,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

დღეს მთავრობამ შეზღუდვები დააწესა. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.

აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად. 

პოპულარული

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი...

მთავარი მსოფლიოში – 27 ოქტომბერი

დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის არჩევნები, ახლო...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ის...

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE)...

ყველა ამბავი

უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს! – ბუდანოვი

"უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს!', - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი სოციალურ...

სახელმწიფოს და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი – მეუფე გიორგი სამორინეებზე

"მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს....

დავით ქართველიშვილი საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ...

რუსებმა, დნიპროს რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

დღეს, დილის საათებში უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც   სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა...

ისრაელის არჩევნები: ხმების 89%-ზე მეტი უკვე დათვლილია, თუმცა კოალიციის შექმნის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. რა მოხდება შემდეგ?

ისრაელში საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების 89,8%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი უფრო მეტ ხმას იღებს, ვიდრე...

„ქალების სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ“ – დააკავეს 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დაკავებული  პირები სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი დარბაზიდანვე გაათავისუფლა."რა ირაკლი ღარიბაშვილი, ის...

მთავარი პარტია, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ – გვარამია

მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა,...

თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება – ბარაკ ობამა ტრამპის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თეთრი სახლი ვლადიმერ პუტინს ემორჩილება, უკრაინელებს კი ღალატობს. ამის შესახებ, ობამამ,  „დემოკრატი“...

ელენე ხოშტარია თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.ხოშტარია  საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.„როგორც შეთანხმდნენ,...

პენტაგონმა საიდუმლო ჩინური კოსმოსური თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა. ის ამერიკულ X-37-ს ჰგავს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ ჩინური მრავალჯერადი გამოყენების „კოსმოსური თვითმფრინავის“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის თანამგზავრმა 2024 წელს...

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა, რომ Starlink-ის მსგავსი თანამგზავრული სისტემის შექმნის მიმართულებით რუსეთი ჯერ საწყის...