პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა გახარიას პოლიტიკაში მოსვლა წაახალისა, ახლა კი მისი ამოცანა ყოფილი პრემიერის “რეპუტაციულად დამარხვაა”.
“ივანიშვილისთვის ახლა მთავარია, გახარიას დაუმტკიცოს, რომ “ილუზია რომ გაქვს, ქართული ოცნების წარმატებაში საარჩევნოდ რაღაც წვლილი გქონდა, აბა, მიდი შენ ახლა პოლიტიკაში და გაჩვენებ, რომ სინამდვილეში შენი ფასი კაპიკია”. გარკვეულწლად ირიბად თუ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი მწვანე შუქს აუნთებდა გახარიას პოლიტიკაში მოღვაწეობას. რაღაცნაირად უბიძდებდა, მოდი აბა, რისი თავი გაქვს. მეორე ეტაპზე შეეცდება აჩვენოს, რომ სინამდვილეში ჩაიკარგება 200 პარტიაში ერთ-ერთად. რეპუტაციულად უნდა დამარხოს გახარია – მისი ამოცანა ეს არის”,- განაცხადა ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ივანიშვილი ხვდება, რომ ორპოლუსიანობის გათამაშება შემდეგ არჩევნებზე გაუჭირდება, ამიტომ მას სჭირდება ალტერნატიული ცენტრები, სადაც დაქსაქსავს ხმებს.
“გახარია ეს არის მოსინჯვა, ან აჩვენებს რომ ელექტორალური ნულია და მერე იტყვის, რომ მითოლოგია იყო, გახარიას კი არა მე მომცეს ხმა. ან თუ გახარიამ ცოტათი მაინც გაქაჩა, ამასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ის ხმები, რაც პოტენციურად ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებზე შეიძლება წასულიყო, წავა გახარიასთან და ამითაც ისარგებლებს”,- აღნიშნა ხუხაშვილმა.