კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:05

“ქართული მარშის” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ასავალ-დასავალის ჟურნალისტი იქნება

ულტრანაციონალისტმა პარტიამ,”ქართულმა მარშმა” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი გიორგი გიგაური წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ Facebookის პირად გვერდზე დაწერა.

“ქართული მარშის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით საბურთალოს საარჩევნო ოლქში წარდგენილია ასავალ დასავალის წამყვანი ჟურნალისტი,პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გიგაური !!! პატიოსნება და პატრიოტიზმი – კორუფციისა და ანტიქართველობის წინააღმდეგ !!!”,– წერს ბრეგაძე.

გარდა გიგაურისა, საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან:

  • დავით სერგეენკო – “ქართული ოცნება”;
  • ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველო” – ერთიანი ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი;
  • თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალი” – ბლოკი “სტრატეგია აღმაშენებელი”;
  • ბადრი ჯაფარიძე – “ლელო საქართველოსთვის”;
  • ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეები”.