ვერავინ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გამოხმაურებებს პასუხობს და ამბობს, რომ ვერც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში უკრაინას ვერ მითუთებს, სად დანიშნოს საკუთარი მოქალაქე.

“ვისაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. სააკაშვილის საკითხზე. ძალიან მშვიდი, მოზომილი საუბარი გვქონდა. მან თავისი მთავრობის პოზიცია გამაცნო.

ჩვენ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველია – ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის, რომელიც განსაკუთრებულია და ამიტომ მას ერთი ადამიანის მძევლად ვერ ვაქცევთ. მეორე – ჩვენ გვესმის საქართველოს შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მასში არ ვერევით, მაგრამ ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე”,- ამბობს კულება უკრაინულ გამოცემა lb.ua-სთან.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ, მაგრამ თუ მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, შეეცდებიან, აღადგინონ დანაკარგი.

მიხეილ სააკაშვილი, მთელი თავისი ქარიზმით, არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ადრეც იკავებდა თანამდებობას. ამიტომ, მე, ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ნამდვილად მეგობრული და სტრატეგიული დარჩეს. თუ ჩვენი ქართველი პარტნიორების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, გადავიტანთ, და შემდეგ ვეცდებით, აღვადგინოთ ის, რასაც დაგვარგავთ”, – თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა.