პარტია ლელო ამ აქციას არ უერთდება – ხაზარაძე 14 ოქტომბრის აქციაზე

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” არ შეუერთდება 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“პარტია ლელო ამ აქციას არ უერთდება. შეიძლება ვიღაცამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს იქ მისვლა, ამას არავის ვუშლით.

ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და არამარტო იგი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ თუ გვინდა რომ წინ წავიდეთ სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობა 14 ოქტომბერს, თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას აპირებს.