ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ შავი კამპანია მიმდინარეობს – მოსამართლე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.

“ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს. დღესაც არაფერს ვიტყოდი, რომ არა უკვე რისკი იმისა, რომ აღნიშნულმა კამპანიამ ჩემი კოლეგები შეიძლება დააზიანოს.

ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ, დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას! არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია!

ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან ეს! ასევე ისიც იციან, რომ გარიგებებს არასოდეს დავთანხმდები, თან არანაირს, არანაირ ფასად! შესაბამისად, ჩემთვის დაბრალება იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ვარ გარიგებაში, გარდა იმისა, რომ საფუძველს მოკლებულია, ამორალურია!

მართლმსაჯულებაში ნებისმიერი აქტორის მიერ პოლიტიკის შემოტანა, სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ფუძემდებლურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ჩემთვის პიროვნულად კი, აღნიშნული დაშვება მიუღებელი და წარმოუდგენელია!”,– წერს მესხიშვილი.

მისივე აზრით, “მთელი ეს აურზაური” უკავშირდება მისი და მისი კოლეგების საჯარო პოზიციას, რომლის მიხედვით, მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გააკრიტიკონ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს.

“ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე. ამჯერად, დეტალებზე არ დავკონკრეტდები, თუმცა, უკიდურესად ამორალურია ჩემი უზენაესი სასამართლოს კანდიდატობაზე აპელირება. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ან ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი, გულწრფელად ვწუხვარ! თუ არა.. სირცხვილია მეგობრებო!”,– აღნიშნავს ქეთევან მესხიშვილი.

ცნობისთვის, ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, ვინც გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას პარტნიორის ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებით.

პოპულარული

NCDC-დადასტურებულია, რომ თბილისში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ...

რუმინეთში თაღლითობის საქმეზე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში 1,1 მილიონი ევროს თაღლითობის საქმეზე დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის...

ოცნების ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მის შვილზე ციხეში ძალადობენ

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ...

პენიტენციური პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რონ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ...

რუსთავის ციხეში ოჯახის წევრთან ნარკოტიკი შეჰქონდათ – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ნახევრად ღია...

სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან,...

შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილ არ გამორიცხავს, რომ "ქართული...

ყველა ამბავი

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი საწარმოს აშენება პოლონეთში, უსაფრთხო ტერიტორიაზე, მიზანშეწონილი იქნება, — განაცხადა ქვეყნის...

ბათუმში მიკროავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაიღუპა 5 წლის ბავშვი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი,...

ევროკავშირის წარმომადგენლობა:ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას...

ზელეგიტიმურები ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია–ზურა ჯაფარიძე ქართული ოცნების იზოლაციის მასშტაბებზე

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას და აშშ–ში ჩასვლას სტატუსს უძღვნის, რომელშიც აანალიზებს მის შეხვედრებს...

“ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს“–სოხუმის დაცემს დღეს საქართველოს მეგობრები განცხადებებს ავრცელებენ

დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა.ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნები.საქართველოში აშშ-ს საელჩო, სოხუმის დაცემის...

სასულიერო პირმა ყველაზე კარგად უწყის, თუ რას ნიშნავს მორწმუნისთვის წინაპართა სალოცავი–მთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ სასულიერო პირებს მიმართავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პასუხად გავრცელებულ  მწვავე განცხადებას დმანისისა და აგარაკ-ტაშირის...

“ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული“–ვილი სანიოლის გამომშვიდობება საქართველოსთან

ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით - მთელი...

რომის პაპის მესას პარიზში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო

შაბათს, 26 სექტემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე, რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო — 100 ათასით...

აფეთქება რუსეთის უდიდეს ქვანახშირის საბადოზე — არიან დაღუპულები

იაკუტიაში, ელგის საბადოზე — რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოქსირებადი ქვანახშირის საბადოა — შაბათს, 26 სექტემბერს,...

ჰაკერებმა FBI-ის სისტემა გატეხეს: მოპარულია სპეციალური აგენტების კონფიდენციალური მონაცემები

იბერდამნაშავეები, რომლებმაც FBI-ის სისტემები გატეხეს, აცხადებენ, რომ ათასობით სპეციალური აგენტის უაღრესად კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები მოიპოვეს. კიბერშეტევის დეტალები მათ დარქნეტში...

ბილ გეიტსი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მილიარდი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა გამოიწვიოს. „ეჭვგარეშეა, ხელოვნურ ინტელექტს საკმარისი ძალა აქვს იმისთვის,...

Volkswagen და Audi გერმანიაში დეფექტის გამო მილიონამდე ავტომობილს უკან იწვევენ

Volkswagen-ი, Audi და Seat გერმანიაში სულ მცირე 950 ათას ავტომობილს იწვევენ უკან. მიზეზი საჭის მართვის სისტემაში არსებული დეფექტური ჭანჭიკია,...