ოპერის და ბალეტის თეატრი: წარმოუდგენელია ქმრის შეხედულებების გამო ცოლს სთხოვდნენ პასუხს

{{ARTICLEIMAGE}}
“არც ვიცით, ამ აბსურდულ ბრალდებებს რა პასუხი შეიძლება გაეცეს”, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხათუნა იოსავა, ოპერისა და ბალეტის თეატრის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. კომენტარი ნინო ანანიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის მოთხოვნას მოჰყვა.

იოსავას თქმით, აბსურდია ლაპარაკი თეატრში შექმნილ კრიზისსა და პოლიტიკური ნიშნით დასის წევრების შევიწროებაზე: “თავადაც ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომ არ აქვთ არანაირი ფაქტები დასის წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ. თეატრში არანაირი პოლიტიკური საკითხები არ განიხილება და არანაირი კავშირი არ გვაქვს პოლიტიკასთან. დასი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში”.

ხათუნა იოსავა ამბობს, რომ ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ქმრის შეხედულებების გამო ცოლს მოეთხოვოს პასუხი: “ჯერჯერობით დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ შეიძლება, რომ ქმრის საქმიანობის გამო პასუხს ცოლს სთხოვდნენ. ნინო ანანიაშვილს არანაირი შეხება არ აქვს მეუღლის საქმიანობასთან. ის მუშაობს დასთან და ამდენი წელია თავის საქმეს აკეთებს ძალიან წარმატებულად. საბალეტო დასი ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა”.

ხათუნა იოსავა ამბობს, რომ თუკი დათო ოქიტაშვილი წარუდგენს მათ კონკრეტულ ფაქტებს პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ, შესაბამისად იმოქმედებენ.

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს, რადგან არ შეიძლება საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს იმ ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება და მთავრობასა და პოლიციას უწოდებს კრიმინალებს.

დათო ოქიტაშვილის თქმით, მას არ აქვს კონკრეტული ფაქტები ოპერისა და ბალეტის თეატრში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შევიწროების შესახებ, თუმცა, ამბობს, რომ 24 დეკემბერს ის შეხვდება თეატრის პროფკავშირის ხელმძღვანელს და თუკი შეხვედრისას გამოიკვეთა მსგავსი პრობლემა, დაიგეგმება შეხვედრა ნინო ანანიაშვილთან. ხოლო იმ შემთვევაში, თუ მასთან დიალოგი არ გამოიღებს შედეგს, პროფკავშირების ორგანიზებით დაიწყება აქციები ნინო ანანიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.

პოპულარული

DW: ზელენსკიმ პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია,...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი...

უკრაინის გენპროკურორმა NABU-ს ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა და ქვეყანა დატოვა, ზელენსკი მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU)...

რეჟიმს მორალი არ აქვს–მზია ამაღლობელის პასუხი ციხიდან შალვა პაპუაშვილს

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში...

“პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს” – პეტრუშევი

""პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს" "-...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების...

კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...

ყველა ამბავი

“პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს” – პეტრუშევი

""პოლონეთი თუ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება, რუსეთი ვარშავას გააქრობს" "- ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რითიც პოლონეთის...

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! – ფინეთმა უკრაინას 290 მილიონ ევროს ღირებულების თავდაცვითი საშუალებების პაკეტი გამოუყო

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს ევროპის უსაფრთხოებას ეხება! -  ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში ავრცელებსდა ასევე...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც მხოლოდ კულტურის სამინისტრომ 722,642 ლარი დახარჯა, თუმცა...

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ

ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს 21 სექტემბრიდან შეწყვეტენ.  ტურისტულ კომპანია Georgia Holiday-ში ადასტურებენ, რომ სანქცირებული ავიაგადამზიდავები საქართველოს...

პუტინმა, უკრაინული დრონების შიშით „ვალდაის“ ფორუმი სოჭიდან მოსკოვის ოლქში გადაიტანა

უკრაინული დრონების მზარდი და ეფექტური თავდასხმების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რადიკალურ ზომებს მიმართა. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყოველწლიური საერთაშორისო საგარეო...

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი ბოროტების წინაშე – ექიმი მაია კოხტაშვილის წერილი

"მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი ბოროტების წინაშე" - ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებული ექიმი მაია კოხტაშვილი მადლობის წერილს...

მალხაზ მაჩალიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარით დააჯარიმეს

მალხაზ მაჩალიკაშვილს საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.გადაწყვეტილება ახმეტის მაგისტრატმა მოსამართლემ, თეონა კობიაშვილმა, თელავის...

კრემლის პროპაგანდა კობახიძის განცხადებებს ტირაჟირებს და თბილისისგან „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრას“ ელოდება

ირაკლი კობახიძის განცხადებები ქვეყანაში „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრის“ შესახებ წამყვანი რუსული მედიასაშუალებებისა და კრემლის საინფორმაციო პროპაგანდის მთავარ თემად იქცა. მის...

ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია – გახარია

"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ყოფილი პრემიერის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს. ...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის...

„ქვრივების ყურემ“ „ემის“ 14 ჯილდო მოიპოვა – ეს კომედიური სერიალისთვის რეკორდია

„ემის“ დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი ჰორორ-კომედიური სერიალი „ქვრივების ყურე“ გახდა. Apple TV-ის პროექტმა 14 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის — საუკეთესო...

აშშ-მ რუსული VTB ირანთან დაკავშირებულ სანქციათა სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთის აქტივებით მეორე უმსხვილესი ბანკი, VTB, ირანთან დაკავშირებულ სანქციათა სიებში შეიყვანა....