პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მის გუნდს მოუწევს შეგუება, რომ რასაც ხელი მოაწერეს, იმ გზას უნდა გაყვნენ – ბოკერია

spot_imgspot_img

“პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მის გუნდს მოუწევს შეგუება, რომ რასაც ხელი მოაწერეს, იმ გზას უნდა გაყვნენ” – „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას  თქმით, „ოპოზიციურ ალიანსში“ შემავალი პარტიების უმრავლესობა შეთანხმებული პრინციპების ერთგულია, ხოლო ვინც არ აღიარებს წესებს, “ფაქტობრივად, თავად გადის ალიანსიდან”.

„როგორც კი ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი სტრატეგიაზე შეჯერდა, ასევე, ქცევის წესებზე, ძალიან მალევე ამ ყველაფრის წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია. სამწუხაროა, ოღონდ ეს ვერ შეცვლის ალიანსის გეგმებს. პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს მოუწევს ან შეგუება იმასთან, რომ რასაც ხელი მოაწერეს იმ გზას უნდა გაჰყვნენ, ან იზოლაციაში იქნებიან. ჯერჯერობით, მათთან ცილისწამების გარდა არაფერი მოგვისმენია, განსაკუთრებით, „ახალზე“ და ნიკა მელიაზე. ასევე პარტნიორების დაკნინება. ყველაფერი გაწერილი იყო, რაც არ უნდა მომხდარიყო, თან სიტყვა-სიტყვით იყო გაწერილი და არა ბუნდოვნად. სრულიად ალიანსის იდეას დაუპირისპირდნენ. გასაგებია, შეიძლება ყველა პარტიას უნდოდეს იმხელა მანდატი, რომ თვითონ წაიყვანოს წინ [ალიანსი].

რეალობა ისეთია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ კოალიციური მმართველობის ალბათობა მაღალია. ამ დროს რატომ უნდა მოგინდეს ამ პროპაგანდაში ჩართვა?! ეს ძალიან ცუდია, ისევე როგორც „ჩემი და ივანიშვილის გარდა არავინ არ არსებობს“. ეს არის პარტნიორების დაკნინება. ახლა იძახის, რომ მე შიგნით ვიქნები, მაგრამ წესებს არ დავეთანხმები. ასე არ გამოვა. ეს შეუძლებელია.

ნიკა მელიას ეს პასუხი, სრულიად ბუნებრივია და რაც იქ წერია, არის სიმართლე. რომ შევაჯამო, ალიანსში შემავალი ყველა პარტია, გარდა ერთისა, დღეს არის ერთგული იმ დოკუმენტის, იმ ხედვის, იმ პრინციპების, რაზეც შევჯერდით“,- განაცხადა ბოკერიამ.

 

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია,...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის...

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ,...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...