“არაბული საინვესტიციო ბლეფი“– სად წავიდა 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულიყო

spot_imgspot_img

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი “არაბულ ინვესტიციებთან“ დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ დაპირებული 6 მილიარდიანი ინვესტიცია არაბეთის ქვეყნებიდან საქართველოში არ ჩანს. 2025 წელს და 2026 წლის პირველ თვეებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ინვესტორ ქვეყანათა 10-ეულშიც არ არის, მათი წვლილი ინვესტიციებში დაახლოებით 2%-მდეა. ქვეყანაში ახალი ინვესტიციები, პრაქტიკულად, აღარ შემოდის.  

“ხელისუფლება ცდილობს საქართველოს მოსახლეობას შეუქმნას მოლოდინი, რომ ევროპული და აშშ დახმარებები და ევროკავშირისკენ, როგორც კეთილდღეობისკენ, სოციალური სამართლიანობისკენ და კანონის უზენაესობისკენ სწრაფვა შესაძლოა ჩანაცვლდეს აღმოსავლური ინვესტიციებით. ამ მცდელობის ერთ-ერთი მაგალითი იყო 2025 წლის დასაწყისში დაანონსებული ინვესტიციების ბუმი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (UEA) – 6 მილიარდიანი საინვესტიციო დაპირება.

2025 წლის იანვარ – თებერვალში განსაკუთრებული ინტენსიობით მიმდინარეობდა შეხვედრები ქვეყნების ხელისუფლებებს შორის, 2025 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აბუ-დაბიში, სადაც შეხვდა UAE-ის პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. ამ დროს გაფორმდა მემორანდუმი კომპანია Emaar Properties / Eagle Hills-თან, რომელსაც ხელისუფლებამ „საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია“ უწოდა – დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ამავე ვიზიტის დროს კობახიძე შეხვდა Abu Dhabi Ports Group-ის ხელმძღვანელობას. განხილვის მთავარი თემა იყო თბილისის მშრალი პორტის (Tbilisi Dry Port) პროექტი და შუა დერეფნის განვითარება.

ამასთან,  შეთანხმებები „კონფიდენციალურია“ და ამ კონფიდენციალურობის ქვეშ ასობით ჰექტარი მიწის გადაცემა ხდება ე.წ ინვესტორი კომპანიებისთვის; არაერთხელ დაიწერა ასევე საეჭვო სქემებზე, რომელიც რეალურად ქვეყანაში ახალი ინვესტიციის დაბანდებას არ გულისხმობს და მნიშვნელოვან კორუფციულ ეჭვებს აღძრავს.“– წერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს იმასთან დაკავშირებით,  მოხდა თუ არა საინვესტიციო ხელშეკრულებების ხელმოწერის პირველ წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების დაბანდება.    

ცენტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში არაბთა გაერთანებული საამიროებიდან შემოსულია სულ 27,3 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია, რაც დაპირებულ ინვესტიციებთან მიზერი, წლის საერთო ინვესტიციებთან მიმართებაში კი სულ 2%ის  ფარგლებშია.

არც 2025 წელს და არც 2026 წლის პირველ თვეებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ინვესტორთა ყველაზე მსხვილ 10-ეულში არ ყოფილან.

“ზოგადად, საკმაოდ საინტერესოა ინვესტიციების წარმოშობა – 2025 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს უმხვილეს ინვესტორებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, მალტა, აშშ, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, ესპანეთი, რუსეთი, ისრაელი, გერმანია; აქედან, მაგალითად FDI-ის მინიმუმ 15.7% მოდიოდა მალტასა და ნიდერლანდებზე, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება, როგორც დაბალი გადასახადების მქონე ან სატრანზიტო საინვესტიციო ჰაბები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი ინვესტიცია საეჭვოა, მაგრამ აჩენს გამჭვირვალობის რისკს: ოფიციალურ სტატისტიკაში ინვესტორის ქვეყნად შეიძლება ჩანდეს მალტა ან ნიდერლანდები, მაშინ როცა კაპიტალის საბოლოო მფლობელი სხვა ქვეყნიდან იყოს.

განსაკუთრებით მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტიციების 83 %-მდე არის რეინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ ისევ საქართველოში ოპერირებადი კომპანიები აბრუნებენ საკუთარ ბიზნესში თანხას და ახალი ინვესტიციების, შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების გენერირება და ეკონომიკაში ახალი კომპანიების წაროქმნა- განვითარება არ ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოპ საინვესტიციო ათეულის სათავეში მყოფ დიდ ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე გასულია 2 ყველაზე მსხვილი ქართული ბანკი – TBC და საქართველოს ბანკი. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ მათი თანხებია ამ ინვესტიციების წამყვან ადგილზე.

მარტივად ეს ნიშნავს, რომ ხმამაღალი განცხადებების მიღმა, საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, რეალურად არ ხდება და დაპირებები, რომელიც არაერთხელ გაიცა, მათ შორის ამ ბოლო დროს შუა აზის ქვეყნების კონტექტში, ხშირად უბრალოს პოლიტ-ეკონომიკური „ბლეფია“. წერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. 

spot_imgspot_img

პოპულარული

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი...

დამწყები მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება.მათთვის სანქციები უფრო მკაცრი იქნება

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა,...

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და...

12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას...
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...