5 დრომოჭმული მითი ქალის და კაცის ურთიერთობების შესახებ

 

ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა მარადიული და ამოუწურავი თემაა. ამ ურთიერთობებზე ბევრი ირაციონალური მექანიზმი და კულტურული კოდი ახდენს გავლენას, რომლებიც ერთ ადგილზე გაყინული არ არის და მუდმივად იცვლება.  ის, რაც 10 წლის წინ ხალხურ სიბრძნედ ითვლებოდა, ახლა უკვე ფსევდოჭეშმარიტებაა. ჩამოგითვლით ხუთ სტერეოტიპს ქალისა და კაცის ურთიერთობის შესახებ, რომლებიც აღარ მუშაობს:

 


ქალის ძალა მის სისუსტეშია

ჯერ კიდევ შექსპირი და დიუმა ამბობდნენ, რომ ქალის ძალა მის სისუსტეშია. იგულისხმებოდა ის, რომ ამ ძალის გამოყენებით ქალი მამაკაცში მფარველის და დამცველის თვისებებს აღვივებდა და ამ გზით  შექმნაც შეეძლო და ნგრევაც. სინამდვილეში ქალის ძალა მამაკაცთან მიმართებაში მის სინაზეში, გამგებიანობაში,  მგრძნობიარობაშია და არა უმწეობაში და დაუცველობაში.

ურთიეთრობები  ეს არის მძიმე შრომა

არ არსებობს იმაზე უსარგებლო შრომა, ვიდრე პარტნიორის გადაკეთება და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლაა.  (ახალი ადამიანის ჩვევებთან შეგუება და პარტნიორულ ურთიერთობებში კომპრომისის ძებნა სულ სხვა თემაა). თუ ურთიერთობები მძიმეა, ესეიგი არასწორ გზაზე დგახართ. პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა გამძიმებდეთ. წყვილის ურთიერთობის არსი ხომ სწორედ ის უნდა იყოს, რომ ერთმანეთი გააბედნიერონ, ერთმანეთს ცხოვრება გაუადვილონ და არა გაურთულონ. არ არის საჭირო ჩაკეტილ კარზე ბრახუნი,  თუ ის უბრალოდ შეგეშალათ.


მამაკაცებს ენმწარე და თავხედი ქალები მოსწონთ

ეს სტერეოტიპი შეგიძლიათ დაივიწყოთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს აზრი ყოველთვის მცდარი იყო. არავის უნდა კონფლიქტურ და ისტერიულ ქალთან ურთიერთობა. შესაძლოა, ოდესღაც “სიავე“ ვიღაცამ ტემპერამენტიანობის სინონიმად ჩათვალა და ეს მცდარი წარმოდგენაც აქედან გაჩნდა. მართალია, მამაკაცების ინტერესს მართლაც იწვევენ თამამი გოგონები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი გრძნობების გამოხატვა და მაღალი თვითშეფასება აქვთ, მაგრამ გონივრული ზღვრის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მორცხვ და დაკომპლექსებულ ქალებს პარტნიორის მოძებნა უფრო გაუჭირდებათ, თუმცა ამის საპირწონედ მეტისმეტად თავხედი ქალი არ გამოდგება.


მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ

თანამედროვე საზოგადოებაში ეს მოსაზრებაც აღარ არის აქტუალური. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძლიერი ქალების სუსტ მამაკაცებს ეშინიათ. გავლენიან და ძლიერ კაცებს კი აღარ სჭირდებათ სათუთი ფერიები ცხოვრების თანამგზავრად და სულ უფრო ხშირად აკეთებენ  არჩევანს განვითარებულ და თავდაჯერებულ ქალებზე. ამბიციურ და წარმატებულ მამაკაცებს გვერდით ღირსეული პარტნიორი ჭირდებათ და არა თოჯინა.


ყველა ქალი გათხოვებაზე ოცნებობს

სტერეოტიპი, რომ ქალის ცხოვრების მთავარი მიზანი გათხოვებაა, სხვადასხვა ინსტიტუციების  თუ ინდუსტრიების მიერ არის გამყარებული. თუმცა 21–ე საუკუნეში ქალების მთავარი ოცნება სულ უფრო ნაკლებად არის ოფიციალური ცერემონიები და გათხოვება.  თანამედროვე ქალების პრიორიტეტებში გათხოვებაზე წინ თვითრეალიზაცია, წარმატებული კარიერა, ფინანსური დამოუკიდებლობა  და კომფორტული ცხოვრება ჩაიწერა.

პოპულარული

სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევა ევროკავშირის შვიდ ქვეყანას შეეხო

ევროკავშირის ქვეყნებში სუპერმარკეტების გაგრილების სისტემებზე ახალი კიბერშეტევა დაფიქსირდა. ბელგიაში,...

ბომბის საფრთხის გამო 4 თვითმფრინავი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ავარიულად დაეშვა

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა...

28 ნოემბერს მე ვიქნები თქვენთან – სალომე ზურაბიშვილი დიდ აქციას უერთდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 28 ნომებერს თბილისში დაგეგმილ...

“ქართული ოცნების” პირობებში EU-ში ვერ შევალთ – კოალიცია ცვლილებისთვის

"ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ" - ...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს...

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე...

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს,...

ყველა ამბავი

FT: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ალიანსს შექმნიან

დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს....

„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს,...

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...