12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული დაბნელება მოხდება. სრული ფაზა მხოლოდ ვიწრო ზოლიდან იქნება ხილული, თუმცა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის დიდ ნაწილში ადამიანები მზის ნაწილობრივ დაბნელებას ნახავენ.

2026 წლის 12 აგვისტოს დაბნელების სრული ფაზის ზოლი ჩრდილოეთ რუსეთიდან დაიწყება, შემდეგ გრენლანდიასა და ისლანდიას გადაკვეთს, ატლანტის ოკეანეს გაივლის და ესპანეთს მიაღწევს. სრული დაბნელება ხილული იქნება ასევე პორტუგალიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში მზე მთლიანად ორ წუთზე ცოტა მეტხანს დაიფარება, ხოლო მაქსიმალური სრული ფაზა ორ-ნახევარ წუთზე ნაკლები გაგრძელდება.

რა მოხდება ცაზე?

მზის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა და მზის სინათლეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.

სრული დაბნელების დროს მთვარის დისკო მზის დისკოს მთლიანად ეფარება. რამდენიმე წუთით ცა ბნელდება და ხილული ხდება მზის კორონა — მზის ატმოსფეროს გარე, მკრთალი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ მზის ზედაპირის ძლიერი ნათება ფარავს.

მაგრამ სრული დაბნელების სანახავად სწორ ადგილას ყოფნა აუცილებელია. დედამიწის ზედაპირზე მთვარის სრული ჩრდილი — უმბრა – შედარებით ვიწრო ზოლს ქმნის. ვინც მის გარეთ, ნახევარჩრდილის – პენუმბრის – ტერიტორიაზე აღმოჩნდება, მზის მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელებას დაინახავს.

ამ შემთხვევაში მზე შეიძლება უზარმაზარ ნამგალს დაემსგავსოს: მთვარე მისი დისკოს ნაწილს „მოაჭრის“, მაგრამ მთლიანად ვერ დაფარავს.

ევროპაში მზე “დაბნელებული ჩავა“

ევროპისთვის წლევანდელი მოვლენა განსაკუთრებით ეფექტური იქნება იმის გამოც, რომ ბევრ ქვეყანაში დაბნელება საღამოს, მზის ჩასვლის წინ მოხდება.

ესპანეთში სრული დაბნელება სწორედ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე იქნება. სხვა ევროპულ ქალაქებში კი მზე ნაწილობრივ დაიფარება: პარიზში მაქსიმალურ ფაზაზე მზის დისკოს დაახლოებით 92%, ლონდონში — 91%, მილანში — 92%, ბერლინში — 85%, ოსლოში — 83% დაიფარება. მადრიდსა და ბარსელონაში მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ს მიაღწევს, თუმცა ქალაქების მდებარეობიდან გამომდინარე იქ სრული ფაზა ყველგან არ იქნება.

ჩრდილოეთ აფრიკაშიც სანახაობა შთამბეჭდავი იქნება — მაგალითად, ალჟირში მზის დისკოს დაახლოებით 96%, კასაბლანკაში კი 87% დაიფარება.

ჩრდილოეთ რუსეთში სრული დაბნელების ზოლი პოლარული განედების გავლით გაივლის, სადაც აგვისტოში მზე ღამის საათებშიც ჰორიზონტზე შეიძლება დარჩეს. NASA-ს გამოთვლებით, მთვარის სრული ჩრდილის გზა სწორედ რუსეთის არქტიკული რეგიონიდან დაიწყება და შემდეგ გრენლანდიის მიმართულებით გადავა.

გამოჩნდება თუ არა 12 აგვისტოს დაბნელება საქართველოდან?

არა. თბილისიდან და საქართველოს ტერიტორიიდან 12 აგვისტოს მზის დაბნელება ხილული არ იქნება. თბილისის შემდეგი ხილული მზის დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება და ის ნაწილობრივი იქნება. მანამდე, 2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოდან მთვარის ნახევარჩრდილოვანი დაბნელების ნახვა იქნება შესაძლებელი.

თუმცა მათთვის, ვინც 12 აგვისტოს მოვლენას პირდაპირ ვერ დააკვირდება, მზის სრული დაბნელების ონლაინ ტრანსლაციებიც იქნება ხელმისაწვდომი.

რატომ ხდება სრული, ნაწილობრივი და რგოლისებრი დაბნელება?

ყველა მზის დაბნელება ერთნაირი არ არის.

სრული დაბნელებისას მთვარე მზის ხილულ დისკოს მთლიანად ფარავს.

ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარე მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს და მზე ნამგლის ფორმას იღებს.

არსებობს რგოლისებრი დაბნელებაც. მთვარის ორბიტა იდეალურად წრიული არ არის და დედამიწიდან მისი მანძილი იცვლება. როდესაც დაბნელების მომენტში მთვარე შედარებით შორსაა, ცაზე უფრო პატარა ჩანს და მზის დისკოს მთლიანად ვეღარ ფარავს. შედეგად, მთვარის გარშემო მზის კაშკაშა რგოლი რჩება.

ეს ყველაფერი განსხვავდება მთვარის დაბნელებისგან — იქ უკვე დედამიწა ხვდება მზესა და მთვარეს შორის და მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა.

ყველაზე მნიშვნელოვანი — მზეს ჩვეულებრივი სათვალით არ შეხედოთ

მზის ნაწილობრივი დაბნელების პირდაპირ ყურება ჩვეულებრივი მზის სათვალით უსაფრთხო არ არის. NASA-ს თანახმად, საჭიროა სპეციალური მზის დამცავი სათვალე ან ფილტრი, რომელიც ISO 12312-2 საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. ასეთი ფილტრები ჩვეულებრივ მზის სათვალეებზე ათასობითჯერ მუქია.

კამერაში, ბინოკლში ან ტელესკოპში მზისკენ ყურება ასევე არ შეიძლება მხოლოდ თვალზე გაკეთებული დაბნელების სათვალით — ოპტიკურ მოწყობილობას საკუთარი სპეციალური მზის ფილტრი სჭირდება.გამონაკლისია სრული დაბნელების ძალიან მოკლე მონაკვეთი, როდესაც მთვარე მზის კაშკაშა ზედაპირს მთლიანად ფარავს. მხოლოდ ამ დროს შეიძლება მზის პირდაპირ დანახვა სპეციალური სათვალის გარეშე; როგორც კი მზის უმცირესი ნაწილიც კი გამოჩნდება, თვალის დაცვა კვლავ აუცილებელია.

ვისაც სპეციალური სათვალე არ აქვს, უსაფრთხო ალტერნატივა პროექციის მეთოდია — პატარა ხვრელში გავლილი მზის სხივებით მისი გამოსახულების სხვა ზედაპირზე პროეცირება. NASA აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი ჩვეულებრივ საწურშიც კი მიიღება: მისი მრავალი პატარა ხვრელი დაბნელებული მზის უამრავ პატარა გამოსახულებას ქმნის.

პოპულარული

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, მხარი დაუჭირა რუსეთის...

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი, ეპიდემიოლოგების...

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას...

დამპირდნენ: “არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა”. გადამაგდეს – ღარიბაშვილი

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო...

Reuters: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

კომპანია „გაზპრომნეფტის“ კუთვნილმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა....

ინაშვილი კობახიძეს – არის თუ არა, ეს, პოლიტიკური კორუფცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს და...

დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები, მათ შორის კალაძე – ენმ ბაღებზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების...

ფილიპინებში საქართველოსთან დაკავშირებული სავარაუდო სუროგაციის ტრეფიკინგის სქემა აღკვეთეს

ფილიპინების იმიგრაციის ბიურომ ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტის (NAIA) პირველ...

ყველა ამბავი

სასამართლომ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა

კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის უკვე იხდის სასჯელს, სასამართლომ კიდევ ერთ სექსუალურ დანაშაულში ცნო დამნაშავედ და ამ...

ნიუ-იორკში მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს....

10 მილიონამდე დოლარი რუსული კომპანიისთვის: საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება უკრაინის მიერ სანქცირებულ ქარხანასთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ კომპანია „როსლავლსკისთან“ 9.6 მილიონ დოლარად 200 ვაგონის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. საწარმოს გენერალური დირექტორი...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული კაცი არასრულწლოვანზე...

რა აჩვენა საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა კვლევამ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს და აცხადებს, რომ ...

ევროკომისია უნგრეთისთვის 4,2 მილიარდი ევროს დაფინანსების განბლოკვას ითხოვს

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს უნგრეთის მიმართ 2022 წელს მიღებული ზომები, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უნგრეთმა აღმოფხვრა კანონის უზენაესობის ის...

26 სექტემბერს, თბილისში წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის...

პესკოვმა ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს. პესკოვმა აღნიშნა, რომ  პუტინმა...

ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.როგორც ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის, ლევან...

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. ბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა...

ჩინეთის ლიდერი აშშ–ში ჩადის. რას უნდა ველოდოთ სი ძინპინის დონალდ ტრამპთან ვიზიტისგან

ჩინეთის უცვლელი ლიდერი სი ძინპინი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავა — პირველად 2015 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპის მიერ მოწყობილი...

საუდის არაბეთი მზად არის საკვანძო ნავთობსადენის „აღმოსავლეთი — დასავლეთი“ მუშაობა განაახლოს. ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობსადენის — „აღმოსავლეთი...