კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? – არჩილ თაკალვაძე „ნაცმოძრაობაზე“

“რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული?” – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას. ბარამიძის თქმით :  „8 წელია ამბობენ „ნაციონალური მოძრაობა“ გადატრიალებას აწყობს, ერთი საბურავი მაინც ხომ უნდა ეპოვათ სადღაც, ერთი ჟანგიანი თოფი ხომ უნდა ეპოვათ სადმე?“

„ეს ჩემი აზრით, ცინიკური და უტიფარი განცხადებაა იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ობიექტური ინფორმაცია და სავარაუდო ცნობები მივაწოდეთ საზოგადოებას. ვინ დასვა ეს შეკითხვა, შემთხვევით, ერთი წლის წინ აქ ხომ არ იდგა იგივე ხალხი, ვინც ამ კომენტარს აკეთებს და ძალადობრივ შეტევას ხომ არ ახორციელებდნენ პარლამენტზე? ან ხალხს ხომ არ მოუწოდებდნენ ორი წლის წინ არჩევნებზე ზუგდიდი ავადუღოთო? ან ეგ ხალხი ხომ არ იყო, აქტივისტებს რომ დაესხნენ თავს და მერე ხალხს ეუბნებოდნენ, ეს შემთხვევითი ავარია იყოო. რა საბურავებზე და რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? კასრებში ვის ჰქონდა იარაღი შენახული? მათ ჰგონიათ, რომ ეს ხალხს დავიწყებული აქვთ. უნდათ რომ ისტორია და მეხსიერება წაშალონ და ჰგონიათ, რომ 31 ოქტომბერს საზოგადოება მოვა იმ განცდით, რომ გადაფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საარჩევნო ნიღბებით შემოსილები, ჰგონიათ, რომ ხალხს აერევა? ან გგონიათ, რომ საზოგადოებამ ვერ დაინახა ოპოზიციის ეს ნაწილი რა გაკოტრებული მოვიდა წინასაარჩევნო კამპანიაში?! თქვენც კი გაგიჭირდებათ ჩამოთვლა, რა არის მათი დაპირებები და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, რა პროგრამები და ბიოგრაფია აქვთ. არც მომავალი იციან როგორი უნდა იყოს და არც წარსული უვარგათ. რა ჟანგიან თოფებზე ლაპარაკობენ? ეს არის ჩვეულებრივი ცინიზმი და უტიფარი განცხადებები იმის ნაცვლად, რომ არგუმენტები წარმოადგინონ“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ „რადიკალური ოპოზიციაა ის, ვინც პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას ახორციელებდნენ – „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სატელიტური სისტემა, პროპაგანდის მანქანა მედია-სპეცდანაყოფები“.- აცხადებს თალაკვაძე.

პოპულარული

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო...

ესპანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა...

სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ " - "ქართული ოცნების"...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე...

ყველა ამბავი

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა, რომ Starlink-ის მსგავსი თანამგზავრული სისტემის შექმნის მიმართულებით რუსეთი ჯერ საწყის...

რუსეთმა გერმანიიდან კიდურების პროთეზების იმპორტი 5-ჯერ გაზარდა 2021 წელთან შედარებით

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს კიდურების პროთეზები და ენდოპროთეზები – იმპლანტები, რომლებიც სახსრებს ცვლის — 79 მილიონი ევროს...

რუსეთის პატრიარქის იუბილეზე ქართული დელეგაციის მონაწილეობას ელიან

რუსეთის პატრიარქ კირილის 80 წლის იუბილეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ჩასვლას ელიან -  ამის შესახებ მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის...

ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს

პრორუსული პარტიის, "სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერმა მამუკა ფიფიამ და სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მოსკოვში  ქართველთა და რუსთა ერთობის...

პარლამენტმა საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი...

ესპანეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე...

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება – ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე

სრულიად მოულოდნელი იყო..საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება -  განაცხადა,  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და...

კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს – კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

"კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს" -ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის რაოდენობის 30 ათასამდე გაზრდის, მიგრანტების დაბრუნების პროცესში მისი როლის გაფართოების ...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო...

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან...