გამოცემა for.ge-ს რედაქტორი, გია იაკობაშვილი, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი პოზიციებით გამოირჩევა, ფეისბუქზე წერს, რომ თბილისის ქუჩებში შაბათს დილით გამოჩენილი პოსტერები მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების გამოსახულებით მისი ინიციატივით გააკრეს.
“მედიაზონდერებო, აი, მართლა იმას რა ვუთხარი, ვინც თქვენ ჟურნალისტები გიწოდათ… ქუჩაში ტიტლიკანად სირბილი, მემორიალზე ცეკვა, იქვე მოსაქმება და ათასი სისაძაგლე გამოხატვის თავისუფლებაა, ხოლო საგნებისთვის თავისი სახელის დარქმევა – უკანონობა, ხომ?!
ეგ პლაკატები სიძულვილის კი არა, სიმართლის პლაკატებია. სიმართლე კი, ყოველთვის კარგია, რადგან სიმართლე სინათლეა. არ მოგეწონათ, ხომ?! ვინც ნახა, ყველამ მხარი დაგვიჭირა, უკლებლივ ყველამ!
ჩვენზე და ჩვენს ორგანიზაციაზე – “დავასრულოთ” – რატომ არ მიიტანეთ ეჭვი? სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მეწყინა… ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაცები დავასრულოთ და ეს მოხდება არჩევნების წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ. იქნება ეს პლაკატების დაბეჭდვა, გაკვრა და საკუთარი სიმართლის დაცვა ყველგან და ყოველთვის.
მაშ, თბილისისთვის 48 მილიონის მოპარვა შეიძლება, მკვლელებისთვის მკვლელების დაძახება კი, უკანონობაა? ხაბეიშვილს ებარებოდეთ და იმას კიდე… ალისტრახოს. მაგრამ იმასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც თქვენ გაგაბლატავათ, თქვენ – მოძალადეები, მკვლელები, რეკეტიორები, ფლიდები, გაიძვერები, არამზადები…
ბევრ ეპითეტს ჩამოვთვლიდი, ყველაზე საზიზღრებს, მაგრამ ერთიც საკმარისია, რადგან ყველას იტევს – “ნაცები”!!! აქვე ვიტყვი, რომ შარშან ლადო კახაძე პირადად შემპირდა, რომ ფრანგულ კანონს “ცილისწამების შესახებ” გადმოაქართულებდა, მაგრამ მას შემდეგ კახაძეს ამ კანონის შესახებ არც სიტყვა დაუძრავს და არც სადღეგრძელო. ხოლო ჩვენ – ჩემი მეგობრები ნამდვილი კოლეგები, თანამოაზრეები და უბრალოდ, ყველა წესიერი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, დემოკრატია, სოლიდარობა და ტრადიციული ევროპის ტრადიციული ღირებულებები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა არ დაგივიწყოთ.
მტერს სახეზე უნდა ვცნობდეთ. პლაკატები კი… პლაკატები ჟურნალია, კინოც მალე დაიწყება პ.ს. ახლა ვნახე, ნანული ჟორჟოლიან-ექსკოდუასაც მოუჩმახავს რაღაც… არ დაუჯეროთ, დაიკიდეთ, – წერს იაკობაშვილი.
შაბათს დილით დედაქალაქის მასშტაბით გამოჩნდა პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. პლაკატებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა. სიძულვილის შემცველი პლაკატების გამოჩენა ოპოზიციამ და მედიამ ხელისუფლების წინასაარჩევნო და მედიის საწინააღმდეგო ბრძოლად შეაფასა.