ექიმი და ყოფილი სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე წერს, რომ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო, PHP სერიით, ბოლო მოდელი. ტაქსის გადაუჭრა გზა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი.
რომ ვიძახი, რომ ტერორირისტები არიან მეთქი, არიან ტერორისტები” – ამბობს ახობაძე Facebook-ზე გავრცელებულ LIVE-ში.
მას ასევე არ აქვს იმედი, რომ მის საქმეს ვინმე გამოიძებს.
“რა თქმა უნდა, ყველა კამერაში ჩანს, სადაც იყო ის ტიპი, აეროპორტთანაც შევამჩნიე, მანქანა იდგა ისე, რომ პოლიციამ სამჯერ უთხრა, გაიწიეო, არც მიდიოდა და არც პატრულს ჰქონდა დიდი რეაგირება.
ასე რომ, ვინ, სად, რანაირად გამოიძიებს, არ გამოიძიებენ. ასე შეკრულებს ერთი მეორესთან მერე ძალიან ჰუმანურ ადამიანებად მოაქვთ თავი, ასე ვირთხულად მოპარვა დავწერე, ვისაც სჩვევია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტერორისტულ საქართველოში” – ამბობს ახობაძე.
მოგვიანებით, მან დაწერა, რომ თითქმის ორი საათით ადრე გამოძახებული პოლიცია ჯერაც არ იყო ადგილზე მისული.
“05:49-ზე ზარი შემოგივიდათ.. უკვე 07:35-ია. 10 კმ-იაო მანძილიო და გზაში ვართო. რითი მოდიხართ. ურმითაც მოხვიდოდით უკვე. სასწრაფო იყო უკვე. მე კარგად ვარ და ასე ვიქნები სულ, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ… ვემსახურები საქართველოსო და ემსახურებით ტერორისტებს.. კრიმპოლი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. იმის უფლება მაინც მოგვეცით, ჩვენ თვითონ დავიცვათ თავი! რას დაგამსგავსათ ბორინკამ.. რა საცოდავი საყურებელია გაუპატიურებული პოლიცია. იმის მაგივრად, შეიარაღებულ ჯგუფურ ძალადობაზე და თავდასხმაზე მეკითხებოდეთ და კამერების ჩანაწერებს იღებდეთ, ფისასოს ზღაპარში ვართ” – წერს ახობაძე.













