“ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
„პოლიტიკური ანგარიშსწორება შედის შურისძიების ახალ ეტაპზე. ვერავითარ ინდიკატორს ვერ ვხედავ, რომ ეს ეტაპი იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ეს იყო წინა ეტაპზე, პირიქით მგონია, რომ რეპრესიების ახალი ტალღა არის მოსალოდნელი ქვეყანაში.
გუშინ გვიან შეგვატყობინეს, რომ ბრალის დაზუსტება სურთ, რა მიზნითაც მოვედით ბრალდებულებისა და პოლიტიკური პატიმრების სანახავად და ბრალის ახალი ფორმულირების გასაცნობად. შინაარსი უცნობია, შესაძლებელია ეს ტექნიკური ხასიათის ან შინაარსობრივი ცვლილება იყოს. ორივე მოსალოდნელია. მიზანს ვერ ვხედავ ბრალის დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში მოცემული და არ მგონია, რომ სხვა მოცემულობა დაგვხვდეს.
პროკურატურის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან და მეც შევდივარ”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.














