განათლების სამინისტრო ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხის პოლიტიზირებას ემიჯნება

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}

განათლების მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის.

მინისტრის მოადგილე სამინიტროს სახელით ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისივე თქმით, სკოლებში შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.

“მინდა მთელი სამინისტროს სახელით მწუხარება გამოვთქვა ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნო მის ოჯახს. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი”, თქვა ხარატიშვილმა.

ლევან ხარატიშვილის თქმით, პარლამენტში მინისტრის დაბარებაზე მათ ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. “რაც შეეხება პარლამენტში დაბარების საკითხს, ჩვენ ჯერ ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიგვიღია. ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც გულისხმობს მინისტრის თუ მთავრობის სხვა წევრის პარლამენტში მიწვევას, თუ იქნება დაცული, ბუნებრივია, მინისტრი თავის გრაფიკიდან გამომდინარე ამას გაითვალისწინებს”.

რაც შეეხებს გამოძიების დაწყების საკითხს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა მხარესთან.

“ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ის კითხვები, რომლის გარშემოც ხდება სამწუხაროდ, პოლიტიზირება, იქნას დროულად და სათანადოდ გაცემული პასუხი”.

9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის...
spot_img

ყველა ამბავი

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის...