10 რჩევა გრიპის დასაძლევად

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს გრიპთან საბრძოლვლევად. იმნაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსით (H1N1 – H3N2) დაინფიცირდება – მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:

პაატა იმნაძის რჩევით: თუ ბავშვს ტემპერატურა 38,5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.

ასევე ექიმს უნდა მიმართოთ აუცილებლად თუ: 38,5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება; ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით; ნახველში ჩირქს შენიშნავთ. გარდა ამისა, საყურადღებო რჩევა : ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება. ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს. მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები.

სხვა შემთხვევებში: პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სახლში, მშვიდ გარემოში, ფიზიკური დატვირთვის გარეშე. მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა:დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი – ხშირად დავიბანოთ ხელები.