„ევროსაბჭოს კომისარი საქართველოს ხელისუფლებას რეპრესიული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას კვლავ კრიტიკულად აფასებს და „ქართულ ოცნებას“ რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კომისრის ახალ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა.

ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და მედიაზე ზეწოლა; საუბარია „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე; მაიკლ ო’ფლაერტი, „ქართულ ოცნებას“ ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ძირითადი რეკომენდაციები კი ასეთია:

„უზრუნველყოფილ იქნას საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი; უზრუნველყოს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებები იყოს სრულყოფილი, დროული და რეალურად დამოუკიდებელი, და მოიცავდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლასაც; გამოძიების ფარგლები გააფართოვოს 2023 წლის მარტის, 2024 წლის მარტი–მაისისა და 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის დასაწყისამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა სარწმუნო ბრალდებაზე; უზრუნველყოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება; გადახედოს, გააუქმოს ან არსებითად შეცვალოს 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებული ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში; დაუყოვნებლივ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ.“

კომისარი „ქართულ ოცნებას“ ასევე მოუწოდებს: შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ GEOFARA-სა და გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში დაწყებული მოკვლევები; შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით ან სულ მცირე დაუყოვნებლივ აღდგეს წვდომა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე; გააუქმოს GEOFARA, 2024 წლიდან მიღებული ყველა ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.

პოპულარული

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა....

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

წლის ბოლოს გაზის და წყლის ტარიფები გადაიხედება – დავით ნარმანია

მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების...

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს —...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ...

ადამ კადიროვმა თავის შეიარაღებულ რაზმში ჩეჩნური ელიტის შვილები აიყვანა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა,...

ყველა ამბავი

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...