პუტინი უკრაინის დარტყმებზე: პრობლემები არის, მაგრამ კრიტიკული არ არის

spot_imgspot_img

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის დარტყმებმა რუსეთის კრიტიკულ და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე პრობლემები შექმნა, თუმცა, მისი მტკიცებით, ვითარება კრიტიკული არ არის.

„რაც შეეხება დარტყმებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ობიექტებზე, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის. ახლა გარკვეულ დეფიციტს ვხედავთ, მაგრამ ის კრიტიკული არ არის“, — განაცხადა პუტინმა პაველ ზარუბინთან ინტერვიუში კითხვაზე პასუხად.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველაზე მოთხოვნადი საშუალებების წარმოების სწრაფი და მნიშვნელოვანი ზრდა. მისი განცხადებით, ეს სისტემები მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს იმ ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რომლებსაც უკრაინა იყენებს ან დასავლეთისგან იღებს.

პუტინის თქმით, რუსეთს დაცვის საშუალებები აქვს, თუმცა მთავარი პრობლემა მათი წარმოებისა და ჯარებსა თუ კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე მიწოდების სისწრაფეა.

მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა იმ სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა, რომლებიც დრონებისა და რაკეტების შეტევების მოგერიებაში მონაწილეობენ.

„მთავარი ამოცანაა ადამიანების, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და ეკონომიკისთვის, ცალკეული დარგებისა და მრეწველობისთვის ზიანის მინიმუმამდე დაყვანა“, — თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე კონტაქტები გრძელდება და არსებობს ახალი წინადადებებიც, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთის არმია ფრონტის 15 მონაკვეთზე წარმატებით უტევს

პაველ ზარუბინთან ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ რუსეთის არმიის შეტევა უკრაინაში „წარმატებით მიმდინარეობს 15 მონაკვეთზე“.

პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონსტანტინოვკაზე — დონბასის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქზე, რომლის ალყაში მოქცევასაც რუსეთი ცდილობს.

„სამხრეთის დაჯგუფება აგრძელებს ბრძოლას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი პუნქტის, კონსტანტინოვკის გასათავისუფლებლად. ქალაქის 96% ჩვენს ხელშია“, — განაცხადა პუტინმა.

თუმცა უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ კონსტანტინოვკის თითქმის მთელი ტერიტორია „ნაცრისფერ ზონად“ იქცა, რომელსაც სრულად არცერთი მხარე არ აკონტროლებს.

პუტინის მტკიცებით, რუსული ძალები პრაქტიკულად აკონტროლებენ კრასნი ლიმანსაც. მისი თქმით, ქალაქში „11 ათასი სახლიდან გასათავისუფლებელი მხოლოდ 149 სახლია დარჩენილი“. რუსეთის პრეზიდენტმა კრასნი ლიმანი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი სარკინიგზო-სატვირთო სადგური უწოდა.

მისივე განცხადებით, რუსული ძალები „კარგი ტემპით“ მიიწევენ სლავიანსკისკენ და ქალაქამდე დაახლოებით 8-9 კილომეტრი რჩებათ. პუტინმა ასევე თქვა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსეთის არმია ყოველდღიურად 1-დან 1.3 კილომეტრამდე წინ მიიწევს, ხოლო სუმის ქალაქამდე რუს სამხედროებს „დაახლოებით 10.5 კილომეტრი“ აშორებთ.

პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რომელიმე ტერიტორიის დაბრუნების შესახებ.

ამ განცხადებების ფონზე, დასავლელი პოლიტიკოსები, სამხედრო ანალიტიკოსები და მედია ომში შესაძლო გარდამტეხ მომენტზე საუბრობენ. მათი შეფასებით, წელს უკრაინის არმიამ შეძლო რუსეთის შეტევის მნიშვნელოვნად შენელება, გააძლიერა დარტყმები რუსეთის ლოგისტიკასა და ზურგზე და რამდენიმე მიმართულებით მოსკოვს ინიციატივა დააკარგვინა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა „რამდენიმე მიმართულებით ინიციატივა დაკარგა“. მისი თქმით, წელს რუსული ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ შეტევას 12 მიმართულებით, ახლა კი მხოლოდ ორ-სამ პრიორიტეტულ მონაკვეთზე არიან კონცენტრირებული, სადაც ძალიან ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევენ წინ.

პუტინი: ანკორიჯში შეთანხმებები არ ყოფილა, მაგრამ უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობები განვიხილეთ

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ალასკის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას რაიმე ფორმალური შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა მხარეებმა უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.

რუსი ოფიციალური პირები უკრაინის საკითხზე საუბრისას ხშირად იყენებენ ფრაზას „ანკორიჯის სულისკვეთება“, რითაც გულისხმობენ პუტინისა და ტრამპის შეხვედრას, რომელიც გასული წლის აგვისტოში გაიმართა.

პაველ ზარუბინთან ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ ანკორიჯში არ ყოფილა ხელმოწერილი დოკუმენტები, თუმცა, მისი თქმით, განიხილებოდა კონკრეტული კომპრომისები, რომლებიც რუსულ მხარეს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შესთავაზეს.

„ჩვენ გვთხოვეს წავსულიყავით იმ კომპრომისებზე, რომლებიც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ჩამოაყალიბეს. ჩვენ ვიფიქრეთ და მაშინვე არა, მაგრამ ანკორიჯში ჩავედით და ვთქვით — თანახმა ვართ“, — განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარისგან სხვა პოზიცია მოსკოვს არ მოუსმენია.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კრემლში ელოდებიან აშშ-ის წარმომადგენლების — სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის — მოსკოვში ჩასვლას, რათა უკრაინასთან დაკავშირებული დიალოგი ანკორიჯში მიღწეული „გაგებების“ საფუძველზე გაგრძელდეს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საქმე რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებამდე მივა, მათი ჩატარების ადგილად მინსკიც შეიძლება განიხილებოდეს.

spot_imgspot_img

პოპულარული

წერილები კიდევ იქნება, ის მორალურად განადგურებულია: ღარიბაშვილის ადვოკატი

იაკლი ღარიბაშვილი თავს მორალურად განადგურებულად მიიჩნევს. მითხრა, რომ მალე...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს,...

რუსეთის საბაჟომ ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზები განმარტა, თუმცა თავად მონაცემები დღის განმავლობაში შეასწორა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) განცხადებით, ზემო ლარსის გამშვებ...

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ...
spot_img

ყველა ამბავი

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის...

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას."ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე...

წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა – გორდულაძე ღარიბაშვილზე

უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერმინისტრზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ...

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. განცხადება ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე დაღესტნისა და ადიღეს რესპუბლიკებში, 24 აგვისტოს გამთენიისას უპილოტო საფრენი...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa. იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...