რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებას ითხოვს

spot_imgspot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება მოსთხოვა. ამის შესახებ უწყებამ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოლაპარაკებები 30 ივნისს და 1 ივლისს ჟენევაში გაიმართა. მასში აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თანათავმჯდომარეობდნენ კი გაერო, ეუთო და ევროკავშირი.

„30 ივნისს – 1-ელ ივლისს ჟენევაში გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსული მხარე მოწოდებით გამოვიდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, რომ მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მტკიცე უსაფრთხოებას. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების შესახებ. შეთანხმების მიღწევა მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობდა ხელს. უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებას, რასაც წინადადების აქტუალობის ზრდის მიზეზად ასახელებს.

„რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ შეთავაზებული ნაბიჯების აქტუალობა იზრდება ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების ფონზე, მათ შორის, ამ აგრესიული ალიანსის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვმა ასევე გააკრიტიკა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარადგენს. რუსეთის საგარეო უწყების პოზიციით, ეს საკითხი ჟენევის ფორმატის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს, არა სხვა პლატფორმებზე, სადაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებს მონაწილეობის შესაძლებლობა არა აქვთ.

spot_imgspot_img

პოპულარული

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს -...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზე

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი,...
spot_img

ყველა ამბავი

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...