“გამოხატა სამძიმარი ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას” – ყაველაშვილი ფეზეშქიანს შეხვდა

spot_imgspot_img

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩასული “ქართული ოცნების”  პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.  ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილმა “შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას”.

  • “პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
    შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.
    მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
    საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
    თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას” – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.

spot_imgspot_img

პოპულარული

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია,...

პატიმრობაში მყოფი კაცია… – მდინარაძე ღარიბაშვილზე

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი...

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება,...

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია...

აშშ-მა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ)...
spot_img

ყველა ამბავი

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას."ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე...

წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა – გორდულაძე ღარიბაშვილზე

უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერმინისტრზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ...

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. განცხადება ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე დაღესტნისა და ადიღეს რესპუბლიკებში, 24 აგვისტოს გამთენიისას უპილოტო საფრენი...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa. იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...