ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინისგან დრონებს შეისყიდის

შეერთებული შტატები უკრაინისგან დრონებს შეისყიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მათ დრონებს ვიყიდით. ჩვენ შესანიშნავ დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ მათ ძალიან დიდი რაოდენობით წარმოება შეუძლიათ, რაც უკიდურესად შთამბეჭდავია. გასაკვირია, რომ ომის პირობებში აწარმოებენ მათ. სარდაფებში აკეთებენ მათ”, – განაცხადა ტრამპმა.

მაისში მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებმა მემორანდუმის პროექტი მოამზადეს, რომელშიც ქვეყნებს შორის შესაძლო ახალი თავდაცვითი შეთანხმების პირობებია ასახული.