“მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა ბინის შეზენაში და 171 000 ლარი მიითვისა” – ბათუმის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა, რომ მას ბათუმში, საცხოვრებელი ბინის შეძენასა და სარემონტო სამუშაოებში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც ეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა მისი კუთვნილი 171 000 ლარამდე ოდენობის თანხა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















