მურთაზ ზოდელავა კლინიკაში გადაიყვანეს

პენიტენციური სამსახური მურთაზ  ზოდელავას კლინიკაში გადაყვანას ადასტურებს.

“ზოდელავა კველვეზე ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილი მდგომარეობის გამო  გამო გადაიყვანეს”. – უთხრეს უწყების პრესამსახურში “პირველებს”.

მურთაზ ზოდელავას “ვივამედში” გადაყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

როგორც სააკაშვილი წერს, ციხეში ზოდელავამ ორჯერ გადაიტანა ინსულტი.

ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს “ვივამედში” ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს.
მურთაზის ისტორია, ის რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე “ნულოვანი ემპათიის” და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა,- წერს სააკაშვილი.