საქართველოს მომავალი დემოკრატიულ სამყაროშია. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი – ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

spot_imgspot_img

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ გზავნილებს, სადაც ხაზგასმული იყო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ინვესტიციების ზრდისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო და აშშ საერთო სტრატეგიული ინტერესებით არიან დაკავშირებული რეგიონული და გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საკითხებში.

“საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მადლიერებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს დამოუკიდებლობის, უსაფრთოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, განცხადება კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ საერთო სტრატეგიულ ინტერესებს, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აღნიშნული პარტნიორობა ეფუძნება არა მხოლოდ ორმხრივ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ საერთო ღირებულებებს, ცივილიზაციურ კავშირს, ურთიერთპატივისცემასა და ათწლეულების განმავლობაში გამოცდილ მეგობრობას. ამავე დროს, ამერიკულმა მხარემ მკაფიოდ მიუთითა, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის, ინვესტიციების ზრდისა და საერთო ინტერესების სრულფასოვანი რეალიზებისთვის აუცილებელია პროგნოზირებადი, სტაბილური და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს არსებობა.

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოუსმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციის და შეურაცხყოფის კამპანიას. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც საქართველო  მძიმე სახელმწიფოებრივ კრიზისს განიცდის, ქვეყანაში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, იდევნება განსხვავებული აზრი, სასამართლო მმართველი პარტია – “ქართული ოცნების” პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა გრძელდება.

 

ამერიკის შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული გარდაქმნის მთავარი მხარდამჭერი. სწორედ დასავლელი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

 

დღეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და უსაფრთოების გამოწვევების, შემცირებული საერთაშორისო ნდობისა და ინვესტიციების კლების პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ ძალას. ვერც ერთი ინვესტორი და ვერც ერთი საერთაშორისო პარტნიორი ვერ იგრძნობს თავს დაცულად ქვეყანაში, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პოლიტიკური ოპონენტები იდევნებიან, მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის გზას ირჩევს. საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური  წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო დასავლურ პარტნიორებთან თანამშრომლობასთან, დემოკრატიულ განვითარებასთან და კანონის უზენაესობასთან. ამ საფუძვლების შესუსტება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

 

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ხელისუფლების, კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ისტორიის, ცივილიზაციური მიზნებისა და მათ შორის კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. მსგავსი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, არამედ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების მცდელობა, საზოგადოებას წარუდგინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი კრიტიკა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული პარტნიორების განცხადებები ემსახურება საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური წინსვლისა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას. ამ გზავნილების იგნორირება და პარტნიორების მტრებად წარმოჩენა კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ. ასევე მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

 

საქართველოს მომავალი არის დემოკრატიულ სამყაროში და ევროატლანტიკურ ოჯახში. ამ გზიდან გადახვევა არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები :

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საფარი

სამოქალაო საზოგადოების ფონდი

პრევენცია პროგრესისთვის

საქართველოს მომავლის აკადემია ( Georgia’s Future Academy)

მწვანე ალტერნატივა

EECMD

საქართველოს ევროპული ორბიტა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი IDFI

თბილისი პრაიდი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

უფლებები საქართველო.

სამართლიან არჩევნები

spot_imgspot_img

პოპულარული

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ,...

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების...

გაუმარჯოს უკრაინას! -კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21...
spot_img

ყველა ამბავი

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის...