შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

spot_imgspot_img

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება ოქროს, ხელოვნების ნიმუშების, ძვირადღირებული ავტომობილების, ღვინის კოლექციებისა და კონფიდენციალური მონაცემების შენახვა. პროექტის ავტორები უსაფრთხოების დონეს შვეიცარიის ეროვნული ბანკის დაცვას ადარებენ.

Brünig Mega Safe შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ობვალდენის კანტონში, სოფელ ლუნგერნთან მდებარე ბრიუნიგის მთიან მასივში შენდება. გარედან ალპური ლანდშაფტი თითქმის არაფერს ამჟღავნებს, მაგრამ მთის შიგნით უკვე იქმნება გვირაბებისა და უზარმაზარი მიწისქვეშა დარბაზების სისტემა.

მშენებლობა ოფიციალურად 2026 წლის იანვარში დაიწყო. კომპანია Brünig Mega Safe-ის განცხადებით, სამუშაოების დაწყებამდე პირველი კლიენტების კონტრაქტებიც უკვე გაფორმებული იყო. პროექტის უკან შვეიცარიული Gasser-ის ოჯახი დგას, რომელიც ათწლეულებია მიწისქვეშა მშენებლობებსა და კლდოვანი მასივების დამუშავებაზე მუშაობს.

ოქრო, ფერარი, ხელოვნება და ღვინო — ყველაფერი მთის ქვეშ

საცავები ერთმანეთისგან ზომითა და დანიშნულებით განსხვავებული იქნება. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ძვირფასი ლითონების, სამკაულების, ხელოვნების კოლექციების, კლასიკური და ძვირადღირებული ავტომობილების, ღვინის, დოკუმენტებისა და ციფრული მონაცემების შესანახად.

პროექტის ადრეული კონცეფცია საბოლოოდ 100-მდე მაღალდაცულ საცავს ითვალისწინებდა. ყველაზე პატარა სივრცე დაახლოებით 25 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო ყველაზე დიდი შეიძლება ფეხბურთის მოედნის ზომასაც კი გაუტოლდეს. მიმდინარე ეტაპზე კი შვეიცარიული მედია დაახლოებით 20–25 მიწისქვეშა კავერნაზე საუბრობს.

მთის სიღრმე თვითონაც უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია — საცავების თავზე 100 მეტრზე მეტი მყარი კლდე იქნება. დეველოპერის მტკიცებით, დაცვის სისტემა შვეიცარიის ეროვნული ბანკის უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებად დონეზე უნდა იყოს.

99 წელი მთის საკუთარი ნაწილი

ასეთი უსაფრთხოება, ბუნებრივია, იაფი არ ღირს. სხვადასხვა ეტაპზე პროექტის საწყის ფასად 500 ათასი შვეიცარიული ფრანკიდან თითქმის ერთ მილიონ ფრანკამდე თანხა სახელდებოდა — საბოლოო ღირებულება ფართობსა და მოწყობაზეა დამოკიდებული.

კლიენტი სივრცეს ჩვეულებრივი მოკლევადიანი იჯარით არ იღებს. შეთანხმება 99 წელზე ფორმდება და, დეველოპერის განმარტებით, კონკრეტული მიწისქვეშა სივრცე მიწის რეესტრშიც ცალკე ერთეულად რეგისტრირდება. Swissinfo-ს ცნობით, ზოგიერთმა კლიენტმა შეთანხმება უკვე გააფორმა.

რატომ გახდა მიწისქვეშა საცავები განსაკუთრებით მოთხოვნადი

პროექტის ავტორები ინტერესის ზრდას მსოფლიოში უსაფრთხოების განცდის გაუარესებას უკავშირებენ — ომებს, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და ეკონომიკურ გაურკვევლობას.

Brünig Mega Safe-ის ხელმძღვანელი თომას გასერი ამბობს, რომ მდიდარი კლიენტები სულ უფრო ხშირად ეძებენ ადგილს, სადაც მათი  ქონების ნაწილი პოლიტიკური და სამხედრო რისკებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება. მისი თქმით, ადგილები, რომლებიც ადრე აბსოლუტურად უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, დღეს კლიენტებს იმავე სიმშვიდეს აღარ აძლევს.

შვეიცარიისთვის მთის სიღრმეში უსაფრთხო სივრცეების მოწყობა ახალი იდეა არ არის. ქვეყანაში ცივი ომის დროინდელი მიწისქვეშა თავშესაფრებისა და სამხედრო ობიექტების ნაწილი წლების განმავლობაში უკვე გადაკეთდა საცავებად და დაცულ მონაცემთა ცენტრებად. თუმცა ბრიუნიგის პროექტი სხვა მასშტაბზეა გათვლილი — მისი სამიზნე საერთაშორისო სუპერმდიდარი ელიტაა.

ასე რომ, ალპებში ახალი ტიპის „შვეიცარიული სეიფი“ ჩნდება: არა ბანკის შენობაში და არა ქალაქის მიწისქვეშეთში, არამედ მთის გულში — ას მეტრზე მეტი კლდის ქვეშ, სადაც მილიონერებსა და მილიარდერებს შეუძლიათ არა მხოლოდ ფულის, არამედ ხელოვნების ნიმუშების, ავტომობილების, ოქროსა და სხვა ძვირფასი ქონების დამალვა გარე სამყაროსგან.

spot_imgspot_img

პოპულარული

შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც...

საქართველო ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა. როგორ ხსნის უარს „ოცნება“ და როგორ აღიქმება ასეთი უარი EU-ში

საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა.ევროკავშირმა...

საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გასული საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის – ენმ

ენმ-ის წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ...

გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება... ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიას 12 ტურისტი ემსხვერპლა

უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად...

ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო...
spot_img

ყველა ამბავი

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს–CNN

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას,...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი,...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შექმნას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ, თითქმის 12 მილიარდი ევრო იქნება საჭირო....

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს  მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების...

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა.  ანკარა ისრაელის ლიდერებს გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში,...

ღარიბაშვილის ოჯახის წევრის, მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან – ადვოკატი

ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს."გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან...

ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს – დააკავეს 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს....

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

"ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსების მიერ...