კუთხეში მოქცეული პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს.. გარემოცვას უთხრა, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას “ჩამოახრჩობენ” – The Economist

გამოცემა The Economist-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზაფხულში, რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, უკრაინაში ომის ესკალაციის გზა აირჩია. ამის შესახებ გამოცემას კრემლთან დაახლოებული წყაროები განუცხადეს.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინისთვის ომში მინიმალური მიზანი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის მთელი რეგიონის დაპყრობაა. ინფორმირებული წყაროს თქმით, ომის განმავლობაში პუტინმა თავისი გარემოცვის წევრებს განუცხადა, რომ ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაშიც კი მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება — წყაროს ცნობით, მან თქვა: „ისინი ჩამომკიდებენ.”

The Economist წერს, რომ მისთვის ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად, პუტინი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს რეჟიმის „კრიმინალური ლოგიკით”, რომლის მიხედვითაც სისუსტის გამოვლენა დაუშვებელია, რადგან რუსეთის მმართველი სისტემა წარუმატებლობის მიმართ დაუნდობელია.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საზოგადოებაში ომის მიმართ მდუმარე თანხმობა თანდათან სუსტდება. დამოუკიდებელი Levada Centre-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57% ქვეყანაში არსებულ ვითარებას „დაძაბულად” აფასებს; მიზეზებად სახელდება ომი, დაღუპულთა რაოდენობა, მობილიზაცია, დრონების თავდასხმები და მომავლის განცდის დაკარგვა.

The Economist-ის ინფორმაციით, უკმაყოფილება უფრო მკვეთრად არის გამოხატული რუსეთის ელიტაში, სადაც ერთ-ერთი წყაროს თქმით, ძირითადი პრობლემა აღარც ეკონომიკური მდგომარეობაა და აღარც სამხედრო წარმატების ნაკლებობა — თითქმის ხუთწლიანი ომი, შედეგის მიუხედავად, უკვე წარუმატებლობად აღიქმება.

გამოცემა დასძენს, რომ პუტინს ომის გასაგრძელებლად ამჟამად ჯერ კიდევ გააჩნია საკმარისი ეკონომიკური რესურსი და რეპრესიული აპარატი.

პოპულარული

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი "...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო...

 აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, ახლა უკრაინა არ იქნებოდა – რუბიო

აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო,...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა...

ყველა ამბავი

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...