DW: ზელენსკიმ პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს მაიამიში, დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეხვდეს, თუ რუსეთის ლიდერი მასში მონაწილეობას მიიღებს.

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქმე სიტყვებში არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვეტყვი მე მას ან რას უნდა, რომ მან მითხრას. მნიშვნელოვანია მხოლოდ შედეგი. სულ ეს არის“, — განაცხადა მან DW-ის კორესპონდენტ მიშა კომადოვსკისთან ინტერვიუში პარასკევს, 11 სექტემბერს, კანადის შეიარაღებული ძალების ნორტ-ბეის ბაზაზე ვიზიტისას.

ზელენსკი და პუტინი პირადად აღარ შეხვედრიან ერთმანეთს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა. კრემლს ჯერჯერობით არ უპასუხია, გაემგზავრება თუ არა პუტინი მაიამიში ამ შეხვედრაზე. რუსეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტებს 2019 წლის შემდეგ აღარ დასწრებია.

ზელენსკი: ენერგეტიკასა და მარცვლეულზე ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა მოლაპარაკებების პირველი ნაბიჯი გახდეს

DW-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ წელს, მაშინ როცა რუსეთი თვეში 30 ათასზე მეტ ადამიანს კარგავს და „ძალიან ნელი წინსვლისთვის უზარმაზარ ფასს იხდის“.

„ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა მოლაპარაკებებისთვის კარგი პოზიცია გვაქვს“, — განაცხადა მან.

„შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონდეს სიტყვები „ცეცხლის შეწყვეტა“. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოსწონს და ვის — არა. ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე. ჩვენ მშვიდობა გვინდა და სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, — ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისა და მარცვლეულის გადაზიდვებზე თავდასხმების შეწყვეტა შესაძლოა მშვიდობის მიღწევის საწყისი წერტილი გახდეს.

„რამ შეიძლება მიგვიყვანოს რაიმე სახის მოლაპარაკებებამდე? ენერგეტიკამ და მარცვლეულმა. ეს პირველი ნაბიჯია. ის, რისი მიღწევაც შეგვიძლია“, — თქვა მან.

ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ ამ ზამთარს უკრაინას Patriot-ის რაკეტები სასწრაფოდ სჭირდება. მისი თქმით, ცივ პერიოდში ქვეყანას თვეში სულ მცირე 100–120 რაკეტის მიწოდება სჭირდება, რადგან რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 140 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს.

პოპულარული

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს...

უკრაინის გენშტაბის თქმით, ომში რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს...

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა...

დროა რომ ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს – პაპუაშვილი

"დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს" - წერს შალვა პაპუაშვილი...

ყველა ამბავი

გია ბარამიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. პროცესზე...

პუტინი ევროპას ომით ემუქრება, თუ უკრაინაში ჯარებს შეიყვანენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო ორგანიზაცია BRICS-ის ნიუ-დელის სამიტზე ევროპულ ქვეყნებს ომით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამხედრო...

პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის? მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს-ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ მოღალატეები არიან...

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო...

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...